როლან გაროსის ტურნირზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ

AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, საფრანგეთის ღია პირველობაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. მამაკაცთა და ქალთა თანრიგში ჩოგბურთელები კორტზე ნეიტრალური დროშით წარდგებიან.

შეგახსენებთ, ხსენებულ სპორტსმენებს 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე არ დაუშვებენ.

რაც შეეხება როლან გაროსს, დიდი სლემის ტურნირი 22 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება. მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოვა, რომელმაც უიმბლდონის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილება არ მოუწონა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული