დიდი სლემის 6 გზის გამარჯვებული, ბორის ბეკერი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან შობამდე გერმანიაში დაბრუნდება.
მოგეხსენებათ, ბრიტანეთში შეხვდებით კანონს, რის მიხედვითაც ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, პირველსავე შესაძლებლობაზე საკუთარ სამშობლოში უნდა დაადეპორტირონ.
"დარწმუნებულია, რომ შობამდე სამშობლოში დაბრუნდება. ის ფიქრობს, რომ ამინისტია შეეხება და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნაადრევად გამოვა" - განუცხადა წყარომ Tennis 365.
შეგახსენებთ, ერთ დროს ATP რეიტინგის ყოფილი ლიდერი 5 წლის წინ გაკოტრდა, ბრალად დაედო 3 მილიონი ევროს გადასახადების დამალვა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით