დიდი სკანდალი ჩოგბურთში - რუსების მოკვეთის გამო ATP-მ და WTA-მ უიმბლდონი დასაჯა

AutoSharing Option
ATP-მ და WTA-მ უიმბლდონს სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს, იმის გამო, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა შეჯიბრებიში რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები არ დაუშვეს.

"ჩვენი ტურის საფუძველში დევს ის აზრი, რომ ნებისმიერი ეროვნების მოთამაშეებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება მათივე დამსახურების შედეგად მიეცეს და დისკრიმინაცია დაშვებული არ იყოს. უიმბლდონის ეს გადაწყვეტილება ამ პრინციპისა და სარეიტინგო სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს შეთანხმებას რეიტინგების შესახებ," - წერია ATP-ს განცხადებაში.

ასევე, ტურები არ გაყინავენ გასული წლის ქულებს - ივლისში ისინი ჩოგბურთელებს სრულად ჩამოეწერებათ. ამასთანავე, ATP-სა და WTA-ს
ბრტანეთში გასამართ სხვა ტურნირებს ქულები არ ჩამოერთმევათ, რადგან მათი ჩატარების პერიოდში ჩოგბურთელებს სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის საშულება აქვთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ITF-მ ახალგაზრდულ "უიმბლდონს" ჩამოართვა ქულები.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დასრულდება ომი, დასრულდება ეს უბედურება. ყველაფერი გაირკვევა რათქმაუნდა და ბოლოს ყველადერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს.უბრალოდ ისეა ყველაფერი თითქოს რუსეთი ძირს ეცემა, ნუ ასე სურთ ლიბერალებს თუმცა არგამოვა ეს საქმე ისე როგორც დღეს ჩანს თითქოს. ომს ერთი მხარე არასოდეს არ ყოლია. გაიმარჯვებს სიმართლე რადგან დასრულებულია ბაიდენების და მასონების პოლიტიკა. ცოდვაა ის ადამიანები ვინც ამ ნაბიჭვრების თავხედობას ეწირება
გელა
19:41 22-05-2022
2
რაღაც ძალიან ცუდი ტენდეციებია ამ ბოლო დროს, მძლავრობს რუსეთი სამწუხაროდ
ზურა
19:13 22-05-2022
2

სიახლეები პოპულარული