დიდი სკანდალი ჩოგბურთში - რუსების მოკვეთის გამო ATP-მ და WTA-მ უიმბლდონი დასაჯა

AutoSharing Option
ATP-მ და WTA-მ უიმბლდონს სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს, იმის გამო, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა შეჯიბრებიში რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები არ დაუშვეს.

"ჩვენი ტურის საფუძველში დევს ის აზრი, რომ ნებისმიერი ეროვნების მოთამაშეებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება მათივე დამსახურების შედეგად მიეცეს და დისკრიმინაცია დაშვებული არ იყოს. უიმბლდონის ეს გადაწყვეტილება ამ პრინციპისა და სარეიტინგო სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს შეთანხმებას რეიტინგების შესახებ," - წერია ATP-ს განცხადებაში.

ასევე, ტურები არ გაყინავენ გასული წლის ქულებს - ივლისში ისინი ჩოგბურთელებს სრულად ჩამოეწერებათ. ამასთანავე, ATP-სა და WTA-ს
ბრტანეთში გასამართ სხვა ტურნირებს ქულები არ ჩამოერთმევათ, რადგან მათი ჩატარების პერიოდში ჩოგბურთელებს სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის საშულება აქვთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ITF-მ ახალგაზრდულ "უიმბლდონს" ჩამოართვა ქულები.
მკითხველის კომენტარები / 20 /
არცერთმა დიდი სლემის ტურნირმა ა რ უნდა დაუშვას რუსეთის მოაქეეები...
,,დისკრიმინაციის,, კი არა თქვენი.... -სამყაროს- მაგ ავადმყოფმა ურუსებმა-გონებაშეზღუდულმა შარიკოვებნა -ბირთვული ომის საფრთხე შექმნეს და თითოეული- რ უ ს ე თ ი მოქალაქე პასუხისმგებია- აქებენ და ადიდებენ პუტინს - 21-ე საუკუნის შარიკოვს- შარიკოვები!
კახაბერი
16:55 21-05-2022
14
მაგით უიმბლდონი კი არა ჩოგბურთელები დასაჯეს,ეგ ATP და WTA გადასახალისებელია და ნორმალური ხალხითაა დასაკომპლექტებელი
გია
16:27 21-05-2022
9

სიახლეები პოპულარული