"ბასილას" ქამბექი 0:2-დან! ნიკამ "როლან გაროსზე" პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 მაისს, საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა მოიგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა (24). ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი მაქსიმ კრესი (62) 3:6 2:6 7:6 6:4 6:4 დაამარცხა.

ჩაგდებული პირველი ორი სეტის შემდეგ ნიკამ ტაი-ბრეიკზე 10:8 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მე-15 გათამაშებაში ჩვენებურმა მატჩ-ბოლი მოიგერია, მეოთხე სეტში "ბასილამ" მეტოქის ჩაწოდება მე-9 გეიმში აიღო და ჩამორჩენაც აღმოფხვრა.

საქმე დისაიდერში გადავიდა, სადაც ნიკოლოზმა ბრეიკი მე-7 გეიმში შეასრულა და მატჩში გარდამტეხი უპირატესობა შეიტანა.

3:22-საათიანი ბრძოლის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი "როლან გაროსის" მეორე წრეში გავიდა, სადაც მაკენზი მაკდონალდსა (60) და
ფრანკო აგამენონს (156) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა უფალს ამდენი ნეგატივის მერე ფორმაში ხარ-გილოცავ გულით
სენაკელი
21:16 23-05-2022
1
Aseti dasawyisis mere shors midis es biji da warmatebebi mas
რუსეთი ოკუპანტია
22:17 23-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული