მატჩის დღე - ბასილაშვილი ამერიკელთან ფავორიტია და სლემის მესამე წრეში გასვლას შეეცდება

AutoSharing Option
წლის მეორე დიდი სლემის, როლან გაროსის მეორე წრეში, დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის წარმომადგენელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდება.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე 27 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში მე-60 პოზიცია უჭირავს. ის ნიკას წელს როტერდამში დაუპირისპირდა და 2 სეტში დაამარცხა.

მიუხედავად ამისა, ყველასთვის კარგადაა ნაცნობი, რომ მაკენზი გრუნტის საფარზე კარგად ვერ თამაშობს და აქედან გამომდინარე, ჩვენებური ფავორიტია.

თუ მატჩი ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა, ის, სავარაუდოდ, მესამე წრეში იტალიელ იანიკ სინრერს შეხვდება, რომელსაც დღეს, წესით, ესპანელი რობერტო კარბალიეს-ბეანას დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

შეხვედრა თბილისის დროით 16:30
საათზეა ჩანიშნული (დაწყების დრომ შესაძლოა გადაიწიოს) და ის მე-12 კორტზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ ნიკამ როლან გაროსზე წყვილებშიც ითამაშა და დამარცხდა. ის პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან იყო შეამხანაგებული, თუმცა მათმა დუეტმა სერბ მიომირ კეცმანოვიჩთან და ამერიკელ ნიკოლას მონროსთან ორ სეტში - 4:6, 4:6 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დოროყაშვილს ხო უგებს! მაგარია!
აკა
13:44 26-05-2022
17
ძალიან კარგი შანსია შორს გასვლის. წარმატებები
dato
14:17 26-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული