"არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილიშვილი ნადალის წარმატებებს გაიმეორებს..." - ალკარასის ბაბუა

AutoSharing Option
ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავის, კარლოს ალკარასის 86 წლის ბაბუამ საკუთარი შვილიშვილის რაფა ნადალთან შედარებაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ნადალის წარმატებების მიღწევის გამეორება ურთულესი იქნება.

"როდესაც ნადალზე ვსაუბრობთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ესპანელმა უამრავ წარმატებას მიაღწია და არც ახლა აპირებს გაჩერებას. წარმოუდგენელი მოთამაშეა და ვთვლი, რომ საუკეთესოა. არ ვფიქრობ, რომ კარლოსი ან ვინმე სხვა მისი შედეგის გამეორებას მოახერხებს. არ უნდა დავივიწყოთ ჩემი შვილიშვილის კარგი თამაშიც, თუმცა ნადალი ნადალია".

შეგახსენებთ, "მატადორმა" საფრანგეთის ღია პირველობა მეთოთხმეტედ მოიგო. რაც შეეხება 19 წლის კარლოს ალკარასს,
მის ანგარიშზე 1 გრანდ სლემის ტიტულია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
ალკარასს ჯერ არ აქვს გრანდ სლემი მოგებული
გია
19:02 09-06-2022
0
შეცდომით გიწერიათ , არც ერთი დიდი მუზარადი არ აქვს კარლოსს ჯერ ჯერობით
Emma
11:07 10-06-2022
0

სიახლეები პოპულარული