ბასილაშვილმა რუსი რუბლევი დაჯაბნა - ქართველი კორტზე დაფრინავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიაში, ჰალეს 500-ქულიან ტურნირზე, პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) რუს ალექსანდრ რუბლევს (8) დაუპირისპირდა და 7:6 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 26 წუთი მიმდინარეობდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკი გაცვალეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა რუსი 7:1 გაანადგურა და დაწინაურდა.

მეორე სეტში ნიკამ უპირატესობა მე-5 გეიმში მოიპოვა და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ "ბასილა" კორტზე შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მერვედფინალში ბასილაშვილი გერმანელ ოსკარ ოტესა (51) და სერბ მიომირ კეცმანოვიჩს (30) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 9 /
…ყოჩაღ ნიკა!!! ბალახზე ბრწყინვალედ ასპარეზობს!!! კირიოსთან და რუბლიოვთან კორტზე დაფრინავდა!!! მადლობა!!!
დათო
17:44 13-06-2022
0
შეიძლება ნებისმიერს მოუგოს, მაგრამ არასტაბილურია და შეიძლება ვიღაც დამწყებთან წააგოს
5

სიახლეები პოპულარული