ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 346-ე ნომერ ჩოგბურთელთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მარცხი განიცადა.

ჩვენებური მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველსავე შეხვედრაში მსოფლიოს 346-ე ნომერ, 23 წლის გერმანელ მატს როზენკრაცთან ორ ტაიბრეიკიან შეხვედრაში შესაბამისად - 6:7, 6:7 დამარცხდა. 

ჩოგბურთელებს თავისი მოწოდება არცერთხელ არ დაუკარგავთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 22(!) ეისი მოაწოდა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნიკოლოზის ანგარიშზე კი 8 ეისი და 4 ორმაგი მოდის. 

ამ მარცხის შემდეგ ახლა ნიკა ლონდონში ჩაფრინდება და წლის მესამე დიდ სლემზე, უიმბლდონზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნიკას, რომელიც კორტებიდან იმ დროიდან და ისეთი პატარა მახსოვს როცა ორი ჩოგანის სიმაღლისა იყო, ერთ რჩევას მივცემდი: თამაშის დროს სულ დაძაბულია, პერიოდულად უნდა მოდუნდეს, მაგალითად პირსახოცის აღებით და სახიდან ოფლის (სხვათაშორის სახე არ უოფლიანდება, ე.ი მეტი ფიზიკური დატვირთის ატანა შეუძლია)"ვითომ მოწმენდით" - როგორც სხვა მოთამაშეები აკეთებენ. დადებითი შედეგი უცებ გამოჩნდება, რადგან როგორც ვაკვირდები - ნიკა ძირითადად თავისი უნებური შეცდომებით და უადგილო ნერვიულობით აგებს თამაშებს და არა მოწინააღმდეგის სიძლიერის გამო!
ვაჟა მასწავლებელი
01:52 19-06-2022
2
ნიკოლოზ გამხნევდი,ყოველ დაღმართს აღმართი მოყვება,უფალმა გაგაძლიეროს
სენაკელი
00:39 19-06-2022
3

სიახლეები პოპულარული