ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 346-ე ნომერ ჩოგბურთელთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მარცხი განიცადა.

ჩვენებური მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველსავე შეხვედრაში მსოფლიოს 346-ე ნომერ, 23 წლის გერმანელ მატს როზენკრაცთან ორ ტაიბრეიკიან შეხვედრაში შესაბამისად - 6:7, 6:7 დამარცხდა. 

ჩოგბურთელებს თავისი მოწოდება არცერთხელ არ დაუკარგავთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 22(!) ეისი მოაწოდა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნიკოლოზის ანგარიშზე კი 8 ეისი და 4 ორმაგი მოდის. 

ამ მარცხის შემდეგ ახლა ნიკა ლონდონში ჩაფრინდება და წლის მესამე დიდ სლემზე, უიმბლდონზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
2 ათწლეულია ჩოგბურთს ვუყურებ და ნიკასნაირი ამოუცნობი და არასტაბილური ჩოგბურთელი არმინახავს. დღეს გამოვა მედვედევს მოუგებს და ხვალ 1750-ე ჩოგანთან უშანსოდ წააგებს. ეს ფაქტი ერთ რამეზე მიანიშნებს, ათეულის მოთამაშე შეუძლია გახდეს,მაგრამ კარგი ფსიქოლოგი და მოტივატორი სჭირდება
ქართველი
18 ივნისი 2022 20:05
0
ნიკა, ჩვენ ყველანი, ქართველები, შენს მარცხს და წარმატებებს ძალიან განვიცდით... რუბლევს, მსოფლიოში მე-8-ს საათნახევარში მოუგე, ახლა კი 346-ე გერმანელთან წააგე, ფაქტია ხოოო... მოკლეეედ, მე მგონი რაღაცაშია საქმე, და ეს ყველაფერი პირადად თქვენ და მწრთვნელებმა სეიოზულად უნდა გაანალიზოთ...ისე, ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესეებთ: ეს თქვენს ამჯამინდელ ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან და დეპრესიულ ფონთან არის დაკავშირებული... თქვენი წარმატება, საქართველოს წარმატებააა.... გფარავდეთ ლომისა...
გიორგი-50
18 ივნისი 2022 18:27
0
ხო იასნია რომ მისი ალქაჯი ცოლყოფილი რაღაცეებს უკეტებს! ჯადოს თავად ეკლესია აღიარებს და აგე მტკიცებულებაც რომ რაღაცაშია საქმე
hm
18 ივნისი 2022 21:44
6
ნიკოლოზ გამხნევდი,ყოველ დაღმართს აღმართი მოყვება,უფალმა გაგაძლიეროს
სენაკელი
19 ივნისი 2022 00:39
3
ნიკას, რომელიც კორტებიდან იმ დროიდან და ისეთი პატარა მახსოვს როცა ორი ჩოგანის სიმაღლისა იყო, ერთ რჩევას მივცემდი: თამაშის დროს სულ დაძაბულია, პერიოდულად უნდა მოდუნდეს, მაგალითად პირსახოცის აღებით და სახიდან ოფლის (სხვათაშორის სახე არ უოფლიანდება, ე.ი მეტი ფიზიკური დატვირთის ატანა შეუძლია)"ვითომ მოწმენდით" - როგორც სხვა მოთამაშეები აკეთებენ. დადებითი შედეგი უცებ გამოჩნდება, რადგან როგორც ვაკვირდები - ნიკა ძირითადად თავისი უნებური შეცდომებით და უადგილო ნერვიულობით აგებს თამაშებს და არა მოწინააღმდეგის სიძლიერის გამო!
ვაჟა მასწავლებელი
19 ივნისი 2022 01:52
2
რას იზამ, ტკბილია კროკო. ვალებიაქ. კიდევ მოიგებს ერთ ტურნირს, ამის მერე. რად უნდა მეტი. აღარც ვუყურებ მაგის ტანჯვას
bijos
18 ივნისი 2022 20:02
11
ცოტა თავი შეიკავეთ ასეთი უაზრო ბრალდებებისაგან. დარწმუნებული ვარ ეგ თამაში არც გექნებათ ნანახი. ისე ცნობისათვის Mats Rosenkranz სიმაღლით 193 სმ-ია და როცა ასეთი სიმაღლის მოთამაშეს ჩაწოდება კარგად მისდის (22 ეისი 2 სეტში ამის დასტურია) ტაი-ბრეიკებზე 2 სეტში წაგება ნამდვილად არ არის უცნაური ამბავი. დაელოდეთ ტურნირის მსვლელობას და ნახავთ რომ შეიძლება რეიტინგში ნიკაზე ბევრად წინ მდგომი ჩოგბურთელებიც გაამწაროს და მაგ ლოგიკით ისე გამოვა რომ ატპ-ს ტოპ-100 ჩოგბურთელები თურმე ტოტალიზატორით ირჩენენ თავს. ძალიან არასერიოზული მიდგომაა.
მალხაზი
18 ივნისი 2022 21:44
8
25-ე ჩოგანი რატომ არ იყო დაშვებული 250-ან ტურნირზე და რატომ დასჭირდა საკვალიფიკაციო?
გია
18 ივნისი 2022 17:23
1
მეც ეგ გამიკვირდა ძაან და მაგის დაწერას ვაპირებდი:) მაგრამ უფრო ის მიკვირს როგორ მოახერხა და წააგო ესეთ მეტოქესთან:( წარმატებები ნიკა მომავალში, მოიხოდე რაა;)
ბექა
18 ივნისი 2022 19:31
0
ბალახის საფარზე ცალკე რეიტინგია და არა ოფიციალური რეიტინგი მხოლოდ ბალახზე ნათამაშევი თამაშები ითვლება რეიტინგში
ნოდო
18 ივნისი 2022 19:22
2
ამას მართლა არ ქონია კარგი ფსიქოლოგია!!!
სოსო
18 ივნისი 2022 22:17
1
ძაან არა მყარი პიროვნებაა
ირაკლი
19 ივნისი 2022 00:30
1
თავისი გერმანელის ბრალია!!
ირაკლი
18 ივნისი 2022 22:10
9
ეს იმას ნიშნავს რომ მისი ალქაჯი ჯადოებს უკეტებს
ქართველს
18 ივნისი 2022 21:40
9
ნერვებია აქ მთავარი ფსიქოლოგია მაგის შემდეგ მოდის. ფსიქოლოგია ტვინის პრობლემაა ნერვები ნერვების. ჯოკოვიჩი წვალობდა ჯახირობდა თავს უჯაგუნებდა ერთ დროს სანამ პირველი გახდებოდა როჯერს და ნადალს ვერ უგებდა ვერაფრით. მერე ვიღაც გამოცდილი მწვრთნელი აიყვანა და ასე მითხრესო რომ მაგ დონეზე უკვე 80% ნერვებია 20% ფიზიკაო. თამაში ყველამ იცისო მაგრამ ნერვების ბრძოლააო მანდ ძირითადად. მენტალური სიმტკიცე და მტკიცე ნერვებია საჭირო.
1
19 ივნისი 2022 00:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული