ჩვენებური მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველსავე შეხვედრაში მსოფლიოს 346-ე ნომერ, 23 წლის გერმანელ მატს როზენკრაცთან ორ ტაიბრეიკიან შეხვედრაში შესაბამისად - 6:7, 6:7 დამარცხდა.
ჩოგბურთელებს თავისი მოწოდება არცერთხელ არ დაუკარგავთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 22(!) ეისი მოაწოდა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნიკოლოზის ანგარიშზე კი 8 ეისი და 4 ორმაგი მოდის.
ამ მარცხის შემდეგ ახლა ნიკა ლონდონში ჩაფრინდება და წლის მესამე დიდ სლემზე, უიმბლდონზე იასპარეზებს.