შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ წლის მესამე დიდი სლემის, "უიმბლდონის" წილისყრა დასრულდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები გაირკვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ვეტერან ჩეხს, ლუკას როსოლს დაუპირისპირდება, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში ასე მოხვდა.

როსოლს კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული. იყო დრო, როდესაც ის პლანეტის 26-ე ნომერიც კი გახლდათ, თუმცა ახლა, 36 წლის ასაკში, 278-ე პოზიციას იკავებს. 

გამარჯვების შემთხვევაში ნიკას შემდეგი მეტოქე ფრანგებიდან ერთ-ერთი, ან ბენუა პერი, ან ქვენტინ ჰალისი იქნება. 

რაც შეეხება ეკო გორგოძეს, რომელიც პირველად დაუშვეს კვალიფიკაციის გარეშე
დიდი სლემის ძირითად ბადეში, ის მსოფლიოს 43-ე ნომერს, რუმინელ ირინა-კამელია ბეგუს დაუპირისპირდება.

"უიმბლდონის" ძირითადი ბადის შეხვედრები 27 ივნისიდან დაიწყება. როდის ითამაშებენ ქართველი ჩოგბურთელები, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამდენი წელია ვგულვშემავტკივრობთ ნიკას და მგონი ბევრი დამეთანხმება,რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე,საკუთარი თავია.შეუძლია დაუჯერებელი მატჩი მოიგოს და კიდევ უფრო დაუჯერებელი წააგოს.სწორედ საკუთარი თავის გადალახვას და ფსიქოლოგიური წონასწორობის პოვნას ვუსურვებ ნიკას.ოსტატობა კი არსად იკარგება და ვიცი,რომ დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია.მიდი ნიკა და გაგვახარე!
სოსო
14:56 24-06-2022
0
…დიდი ხანია ასეთი კარგი ბადე არ ჰქონია!!! უნდა გამოიყენოს ეს შანსი!!! სოსომ , როგორც ყოველთვის მშვენიერი, ზუსტი კომენტარი გააკეთა, ყოჩაღ!!! ნიკას ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარი მის ყოველი მოგება!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
20:04 24-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული