ნიკოლოზის შეხვედრა ჩეხ ლუკას როსოლთან თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული, რაც შეეხება გორგოძეს, მისი მატჩი რუმინელ ირინა-კამელია ბეგუსთან 19:30 საათზე დაიწყება.
მოგეხსენებათ, საქართველოს სახელით "უიმბლდონზე" კიდევ ორი ჩოგბურთელი იასპარეზებს და ორივე წყვილებში. ერთი ოქსანა კალაშნიკოვაა და მეორე ნათელა ძალამიძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ახლახანს მიიღო.