ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო პროცესი მოიგო - მოსამართლემ მოსარჩელე მხარის არცერთი ბრალდება არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავა მოიგო. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ ბასილაშვილის ყოფილი სპონსორები, ბიზნესმენი ძმები კაჭარავები, რომლებიც ცნობილ ჩოგბურთელს რამდენიმე მილიონ ლარს და გაყიდულ თამაშებს ედავებოდნენ.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა მათი არცერთი ბრალდება არ დააკმაყოფილა და ნიკოლოზი უდანაშაულოდ ცნო.


შეგახსენებთ, "ბასილა" უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობს. ქართველი ჩოგბურთელი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეორე წრეშია, სადაც ჰალისს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 29 ივნისსაა ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაუუ მაგარი ინფორმაციაა ! ეხლა დოროყას და მისი სადაქალოს ნახალკებზეც უნდა მოიგოს თუმცა ძნელი იქნება მთელი ჩვენი "ლიბერალი" მთავრობა და არასამთავრობო ვირთხები არიან ამის წინაღმდეგ და ხალხი კი განზე ვდგავართ @ არადა ხალხი უნდა დავუდგეთ გვერდით და არ დავაჩაგვრინოთ იმ გადაგვარებულებს !
zura222
18:24 29-06-2022
6
ძალიან მიხარია აღნიშნული ინფორმაცია. ვუსურვებ წარმატებას ნიკოლოზს. ნელიკოს და მის გარემოცვას ვუსურვებ თავმოყვარეობას და მეტ ადამიანურ საქციელს. სამწუხაროა , ახალგაზრდა ქალმა “გაიპაზორა” საქვეყნოდ თავი, არავინ რომ არ ჰყავდა დამრიგებელი, კარგი გაგებით.
ნისა
19:52 29-06-2022
3

სიახლეები პოპულარული