ბასილაშვილისთვის წლევანდელი "უიმბლდონი" დასრულდა - ნიკოლოზმა წყვილებშიც წააგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის "უიმბლდონის" წლევანდელი გათამაშება დასრულდა.

როგორც იცით, ჩვენებური წლის მესამე დიდ სლემზე წყვილებში იყო შემორჩენილი და ის მოლდოველ რადუ ალბოტთან გახლდათ შეამხანაგებული.

დღეს ისინი კოლუმბიურ დუეტს ხუან-სებასტიან ფაბალსა და რობერტს ფარახს დაუპირისპირდნენ და სამ სეტში 1:6, 4:6, 4:6 დამარცხდნენ.

მოგეხსენებათ, ერთეულთა თანრიგში, ბასილაშვილმა, მესამე წრეში ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული