რუსი პირველი ჩოგბურთელი ქალის Coming Out - რუსი პოლიტიკოსი გაცხარდა, საუბარი დასავლეთზე, ბაიდენსა და ახალ კანონპროექტზე დაიწყო

AutoSharing Option
რუსეთის პირველმა ნომერმა ქალმა ჩოგბურთელმა დარია კასატკინამ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, ბლოგერ ვიტია კრავჩენკოსთან საუბარში Coming Out-ის შესახებ გამოაცხადა.

"კარადაში ცხოვრება და ასე გაძლება შეუძლებელია... დიახ, შეყვარებული მყავს... ყველა თავად ირჩევს იმ გზას, თუ როგორ გაიხსნება და იტყვის სიმართლეს, ჩემთვის კი მთავარია, რომ პირველ რიგში კომფორტულად თავი მე ვიგრძნო.

ვფიქრობ, გოგონებს ერთმანეთის გაგება უფრო კარგად შეუძლიათ, ვიდრე ქალსა და მამაკაცს და გოგონებს შორის გაუგებრობა უფრო ნაკლები იქნება. მათ უკეთ იციან, თუ რა იქნება ერთმანეთისთვის საუკეთესო", - ამბობს კასატკინა. 

კასატკინას ამ აღიარებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი რომან ტერიუშკოვი, რომელმაც თქვა:

"სიმართლე გითხრათ, მიჭირს ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ რუსი ხალხი ვართ! ჩვენ გვაქვს ტრადიციული, კულტურული, მორალური ღირებულებები, რომლებსაც თაობიდან თაობას გადავცემთ.

ყველაფერი, რაც ჩვენთან მოდის დასავლეთიდან, იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება. ჩემმა კოლეგებმა სახელმწიფო სათათბიროში ახლახან მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობის პროპაგანდას.

რუსეთში ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და წახალისებული! ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს და ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით.

ასე იცხოვრონ ევროპამ და ამერიკამ. ბაიდენი ამაყობს იმით, რომ მას ადმინისტრაციაში უფრო მეტი LGBT ადამიანი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაში. მეჩვენება, რომ ეს სიამაყის უცნაური მიზეზია.

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის, საბჭოთა რუსეთიდან დაწყებული, კერპები იყვნენ და კასატკინა არ არის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი.

ჩვენი სპორტი, სამწუხაროდ, ახლა მძიმე პერიოდებს გადის. როგორც სულიერ და მორალურ ფასეულობებთან მიმართებით, ასევე სპორტული მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით.

ბევრი სპორტსმენისთვის ეს ერთი ჭიქა წყლის დალევას ჰგავს. არაფერს არ უყურებენ და მწვრთნელები ამხნევებენ! ამის დაშვება არ შეიძლება. ეს ბოლოა", - თქვა ტერიუშკოვმა.

აქვე გეტყვით, რომ 25 წლის კასატკინა ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. მას ერთეულთა თანრიგში WTA-ს 4 ტიტული აქვს მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამას ეტყობა ვიზა უნდა ევროპაში ან ამერიკაში :)
dato
19 ივლისი 2022 16:09
13
პორტალ სათაური სხვანაირად დააწერეთ სტატიას, 90% ვერ ხვდება ეგ რას ნიშნავს, თუ გერიდებათ რუსი ქალი ჩოგბურთელი ლესბო ყოფილაო ის მაინც დაწერეთ რუს ჩოგბურთელ ქალს ქალი ყვარებიაო ასე უფრო მიხვდება ხალხი და სტატიასაც მკითხველი ეყოლება დდდდდ
გიო
19 ივლისი 2022 15:00
7
კაავკასია იაკუტია მორდოვია ჩუვაშია კალმიკია იამალ ნენები. რუსები არიან მოლოდეც
gaga
19 ივლისი 2022 14:32
3
ნახევარი რუსეთი ეგრე არ ცხოვრობს? ისე გაუკვირდა ამ დეპუტატს ვითომ არ იცოდეს რა ხდება მის ირგვლივ. არაფერს ვამვობ ციხეებზე. ეს დეპუტატი კი არა პეტრე პირველი და სტალინი ვეღარ უშველით მაგათ))))
ფირუზა
19 ივლისი 2022 14:24
3
ძალიან სიმპატიური გოგოები არიან!!!
fff
19 ივლისი 2022 14:20
3
ესე იგი აქ ზოგიერთებისთვის წესიერება, ეროვნული და სულიერი ღირებულებები არის პროპაგანდა და გარყვნილობა, სიბინძურე კი ნორმალური ცხოვრების წესი? ეტყობა ძალიან "გაევროპელდა" ზოგი. ასეთი ზნედაცემულები ხვალ თქვენ ან თქვენს შვილებს რომ მოგადგებიან მერე რას იტყვით?
ჰმმმმმმმმ...
19 ივლისი 2022 13:56
15
...ასეთი ზნედაცემული ხვალ თქვენს შვილებს რომ მიადგეს... აი ეს არის ბნელი ხალხის დასაპურებელი პროპაგანდა ბავშვებით დაშინება, და რა გამოდის ანუ ახლა ბავშვებმა რომ წაიკითხონ კასატკინას გოგო ყვარებიაო ყველას მოუნდება მსგავსი?)) ან ვინც რიკი მარტინს, ან ელტონ ჯონს უსმენს ყველა გეია? ვისაც დოლჩე-გაბანა აცვია, ვისაც ამ დიზაინერებზე წაუკითხავს და გაუგია ყველა გეით იქცა? ყველას გეობა მოუნდა?))
ქართველი
19 ივლისი 2022 14:24
16
მაგარი ხარ დარია!
ii
19 ივლისი 2022 13:25
14
ქართველ ლიბერალებს ასეთი რუსი მოსწონთ
Tazo
19 ივლისი 2022 12:15
17
ილიაც ლიბერალი იყო, ცნობისთვის ;) შენი ძალით ტრადიციონალისტობა არ გაიშვას :))
გიორგი
19 ივლისი 2022 14:04
12
თქვენ როგორი რუსი მოგწონთ?
ჯარში წასული ვაჟის ცოლს რო მამები "უვლიან"? :D
დღემდე შემორჩენილია ეს ტრადიცია პროვინციებში
და მეფის რუსეთის დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო
ბილი კოსტაკურტა
19 ივლისი 2022 12:26
15
...ერთი ადამიანის თავისუფლება და უფლებები მთავრდება იქ სადაც იწყება თავისუფლება და უფლებები მეორე ადამიანის...!!! ვერავის მოსთხოვ იყოს ისეთი როგორიც შენ გინდა, ვერავის მოსთხოვ იცხოვროს ისე როგორც შენ გინდა. ყველას აქვს უფლება თავისი ცხოვრება გამოიყენოს თავისი ნების, სურვილის, შეხედულებისამებრ თუკი ამით არ არღვევს სხვის უფლებებს. არავის უფლება არ ირღვევა კასატკინა კაცთან იწვება თუ ქალთან. საუბრები ტრადიციაზე, კულტურაზე, მამაპაპეულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, ისტორიულ მისიებზე... ეს არის პროპაგანდა, პროპაგანდა გაუნათლებელი ხალხისთვის, ეს არის ინსტრუმენტი მანიპულაცია გაუწიო ბრბოს რომ მართო შენი შეხედულებისამებრ
dinamo
19 ივლისი 2022 12:12
22
ანუ შენი "მჭერმეტყველებით" თვით უფალიც პროპაგანდას ეწეოდა და ეწევა? - ანუ ტყუილად შექმნა ქალი და მამაკაცი როგორც ერთი მთლიანობის ორი პოლუსი რომელიც კაცობრიობის გამრავლების და გაგრძელების მისია აქვს?- თუ მხოლოდ კმაყოფილების და სიამოვნების განცდების თვის უნდა ეარსება ადამის მოდგმას? ხვალ ზეგ ეგ "თავისუფლება" და ლტოლვა ცხოველების მიმართაც გაგრძელდება და მივიღებთ გადაგვარებულ ადამის მოდგმას გაუგებარი არსებებით რომელთაც მუტანტები ქვიათ
NN
19 ივლისი 2022 19:12
7
არავინ არავის ახვევს თავის ცხოვრების წესს. უფრო პირიქით ხდება - ასეთების ცხოვრებით ინტერესდებიან, სულში უძვრებიან, აბულინგებენ...
მერე ბუნებრივია ადამიანში პროტესტი (გნებავთ თავდაცვის ინსტინქტი) იღვიძებს და ამას ხმამაღლა აფიქსირებენ. და თურმე ხმა არ უნდა ამოიღონ ? ნინიას ბაღია ?!
შოდა-ს
19 ივლისი 2022 13:13
10
ყველა გამოხმაურება
უი, ხო მართლა.
ამ წყვილს არაფერს ვერჩი.
ღმერთა ხელი მოუმართოთ.
ვის რას უშავებენ თუ ერთად ყოფნა მოსწონთ?
ბილი კოსტაკურტა
19 ივლისი 2022 11:33
13

სიახლეები პოპულარული