"იმხელა ჯოჯოხეთი გამომატარა, სხვა ნამდვილად აღარ მინდა..." - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
ბოლო დროს ნეკა დოროყაშვილი ოჯახური კონფლიქტის გამო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი მისამართით უამრავი კომენტარი გაკეთდა და მას მხარდაჭერა არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა.

ნეკა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.

როგორც ნეკამ საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან ახალი ურთიერთობა დაიწყო და თავს
ბედნიერად გრძნობს.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მისი გამომწერები და "ინსტაგრამზე" ნეკას ჰკითხეს, თუ რატომ არასდროს აჩენს თავის ქმარს.

"ქმარი არ მყავს, საუკუნის წინ მყავდა ერთი და იმხელა ჯოჯოხეთი გამომატარა, სხვა ნამდვილად აღარ მინდა, ერთიც საკმარისი იყო, დამიჯერეთ, ჩემი ენერგიის და მოტივაციის წყარო ჩემი შვილია, ცხოვრების მთავარი საჩუქარი" - უპასუხა მოდელმა.

შეგახსენებთ, ნეკას ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ბავშვებო! ასეთი ქალი ცოლად არ მოიყვანოთ.
ქ. გ.
13:39 24-07-2022
8
სხვა რომ არ გინდა ვინმე ჯდომაზეც გეტყობა.
G.LA
13:36 24-07-2022
5

სიახლეები პოპულარული