ოფიციალურად: აუცრელ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ შეუშვებენ და ის Us Open-ზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არგაკეთების გამო 2022 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს.

ბოლო დრომდე არსებობდა მოლოდინები, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ საერთაშორისო მოგზაურობის წესების ახალი განახლებით, სერბს Us Open-ზე ასპარეზობის საშუალება მიეცემოდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა.

ამრიგად, ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ წელს კიდევ ერთ დიდ სლემს გამოტოვებს.

ნოვაკმა Us Open-ზე კარიერაში სამჯერ იჩემპიონა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კომუნისტების დროს იყო ლოზუნგი "დავეწიოთ და გავასწროთ ამერიკას!", ეხლა კი პირიქით გახდა ლიბერასტ-დემოკრატების ლოზუნგი: "დავეწიოთ და გავასწროთ რუს-მონღოლთა ურდოებს!"
llcl
13:17 25-08-2022
4
მოკლედ, არ გაახარეს ჯოკო. თამაშით რომ ვერ უგებენ, თუნდაც მის ასაკში, იძულებულები არიან თამაში აუკრძალოს და აშშ-ში არ შეუშვან. შარშან ავსტრალიაში ხომ არ შეუშვეს და დიდი შეურაწყოფაც მიაყენეს. ამით ჩოგბურთმა ბევრი დაკარგა. განა რამდენხანს ითამაშებენ ნადალი და ჯოკო? მერე ვის ვუყუროთ, მედვედევს? ასე რომ არ ყოფილიყო, ჯოკო ახლა, სულ მცირე 24 დიდი შლემის გამარჯვებული უნდა იყოს.
ქართველი
03:14 09-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული