ჩვენებური უსიამოვნო ნავსის გატეხასა და გამარჯვების მოპოვებას 23 წლის ბელგიელის, მსოფლიოს 134-ე ნომრის, ზიზუ ბერგსის წინააღმდეგ შეეცდება.
ქართველის მეტოქე მეცის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა და ის ნიკოლოზს კარიერაში არასდროს შეხვედრია.
თუ ბასილაშვილმა მერვედფინალში გააღწია, იქ მისი მეტოქე ან ესპანელი ხაუმე მუნარი, ან ფრანგი არტურ რიდნარეკი იქნება.
ჩვენებურის დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული.