ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) მეცის ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში გავიდა.
პირველ წრეში ბასილაშვილი ბელგიელ ზიზუ ბერგს (134) შეხვდა, პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორეს აგებდა (1:2), მაგრამ მეტოქემ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და შემდეგ ეტაპზე ქართველი გავიდა.
მეორე წრეში ნიკოლოზი ფრანგ არტურ რინდერკნეხს (60) დაუპირისპირდება, რომელმაც ესპანელ ხაუმე მუნარს (56) 2:1 მოუგო.