"ამის შემდეგ დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს" - ბასილაშვილის ადვოკატი ამტიცებს, რომ ნეკამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა

AutoSharing Option
ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის, რო­გორც მოწ­მის წი­ნაღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­ლი­ვი დევ­ნა და­ი­წყონ. ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, თეო გვა­ზა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვის დროს, არ უპა­სუ­ხა დაც­ვის მხა­რის შე­კი­თხვას, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, რა­საც დო­რო­ყაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლეს აწ­ვდი­და. ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, დო­რო­ყაშ­ვილ­მა სისხლის სა­მარ­თლის და­ნა­შუ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

"ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა არ და­ა­სა­ხე­ლა იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც მას 2019 წელს აშშ-ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე და­უმ­ზა­და კორტზე შე­სა­სავ­ლე­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. დო­რო­ყაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩა­ი­დი­ნა სის­ხლი­სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი,
მან არ უპა­სუ­ხა ჩვენს კი­თხვას, თუ ვინ არის ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს 2019 წელს აშშ-ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე აკ­რე­დი­ტა­ცია და­უმ­ზა­და... ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბოთ ბრალ­დე­ბის მხა­რის რე­ა­გი­რე­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და ამის შემ­დეგ სა­მარ­თლებ­ლივ პრო­ცე­დუ­რებს დავიწყებთ" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი აზრით ასეთი რეზონანსული სასმართლო ასე საჯარო არ უნდა იყოს და მონაწილე მხარეებს უნდა ჰქონდეთ გაუთქმელობის ვალდებულება და სანამ არ დასრულდება მთლიანად სასამართლო დავა მანამდე არ უნდა იწერებოდეს ასე დეტალურად არაფერი.
აკო
14:19 29-09-2022
6
ბოლოს და ბოლოს ჯონი დეპის და ამბერ ჰერდის საქმე გაირკვა და ამათი რა გახდა ასეთი გაუთავებელი?
ირაკლი
23:20 29-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული