"შენ ხარ უსაქმური ადამიანი... ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები" - ბასილაშვილი-დოროყაშვილის დაძაბული პროცესი: რა ხდებოდა სასამართლოში?

AutoSharing Option
ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მას­სა და ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ველ აუ­დიო და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იკ­ვლე­ვენ. სხდო­მა­ზე ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას აჩ­ვე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც მან გა­მომ­ძი­ებ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე წა­რუდ­გი­ნა.

ვი­დე­ო­ში დო­რო­ყაშ­ვი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბელს უყ­ვე­ბა, რომ ამე­რი­კა­ში, როცა მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ჩა­ა­კი­თხა, მას­ზე იძა­ლა­და.

"თმა­შიც მწვდა, რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა იყო, ეს ვი­დეო გა­და­ვი­ღე, რად­გან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ძა­ლა­დო­ბა. იმ­დე­ნად აფექ­ტში იყო, ტე­ლე­ფო­ნი რომ მე­ჭი­რა, ვერც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მე­ში­ნო­და",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში რამ­დე­ნი­მე წა­მით ჩანს ნი­კო­ლოზ
ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და ის­მის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ტი­რი­ლი.

"გა­მა­გე­ბი­ნე, რა­ტომ მირ­ტყამ, რა ღირ­სი ხარ შენ რომ ვინ­მე შენ­ზე ტი­რო­დეს, წადი აქე­დან, მომ­შორ­დი, რის გამო მირ­ტყამ? ამას ლუ­კა­სი არ გა­პა­ტი­ებს, მომ­შორ­დი, რაში მჭირ­დე­ბი... ჩემ ცე­მას ლუ­კა­სი არას­დროს გა­პა­ტი­ებს", - ის­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ხმა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­რი­ყაშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბის მიერ იყო და­რი­გე­ბუ­ლი, რომ ეს სი­ტყვე­ბი ეთ­ქვა.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­რი­გე­ბუ­ლი იყო არა­სამ­თავ­რო­ბი­ე­ბის­გან რა სი­ტყვა ეთ­ქვა ვი­დე­ო­ში, რომ ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ვი­დე­ოს მო­მიშ­ვერ­და რა­ტომ მცე­მო, ეს იყო და­გეგ­მი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე.

სხდო­მა­ზე აჩ­ვე­ნეს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­მომ­ძი­ებ­ლის­თვის ნაჩ­ვე­ნე­ბი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც, რა­ზეც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ კე­კე­ლი­ძე­ზე, ავ­ტო­მო­ბილ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­სუ­რათ­ზე დო­რო­ყაშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ასე­ვე გა­მო­იკ­ვლი­ეს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ ტე­ლე­ფო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. ერთ-ერთი ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, სა­დაც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და დო­რო­ყაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვილს ეუბ­ნე­ბა, რომ მას არ ენ­დო­ბა.

"მე არ მჯე­რა შენი, შენ ყვე­ლა­ნა­ირ სა­ზღვრებს გაც­დი. მე ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვას­რუ­ლე. შენ ხარ უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნი", - მი­მარ­თავს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვილს, რა­ზეც ის ასე პა­სუ­ხობს: "ვერ იხ­სე­ნებ რა­ტომ არ გჯე­რა ჩემი, ამის ფაქ­ტი არ გაქვს".

"მე არ მინ­და შენ­თან ერ­თად კონ­ტრაქ­ტის ქვეშ ყოფ­ნა, არ გენ­დო­ბი. მე არ გენ­დო­ბი შენ, ნე­ლი­კო. ძა­ლი­ან ცუ­დად და­ამ­თავ­რებ დე­დას გე­ფი­ცე­ბი... შენ მა­ტყუ­ა­რა გოგო ხარ, სახ­ლში ავუ­ვარ­დი დე­და­შენს და ვა­გი­ნე?" - მი­მარ­თავს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს.

ჩა­ნა­წერ­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ის სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით იმ დღეს­ვე მი­მარ­თავ­და და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ.

"შენ ქო­ნე­ბა გა­ღელ­ვებს მხო­ლოდ.... რა­ტომ და­ას­კვე­ნი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც უნდა წა­გარ­თვა.... მარ­თლა გგო­ნია, რომ მა­მა­ჩე­მი გარ­თმევს ქო­ნე­ბას?"- მი­მარ­თავს დო­რო­ყაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს, რა­ზეს ის ასე პა­სუ­ხობს: "მე არ მჯე­რა არც შენი და არც შენი მშობ­ლე­ბის",- მი­მარ­თავს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

წყარო: AMBEBI
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ქალი ნამდვილი ალქაჯია
დავით კუჭაიძე
05 ოქტომბერი 2022 11:36
0
ნეტა ამ ანგელოზ ბიჭს თვალები სად ჰქონდა ეს რომ მოიყვანა
რეზო
03 ოქტომბერი 2022 18:47
2
გულისამრევი ქალია რა.
02 ოქტომბერი 2022 14:57
2
მარქსი და ენგელსის აზრით კონფლიქტის მიზეზი კაპიტალია ხომ? მეც გეთანხმებით.
ქორწინებაამდე კაცი უტებს ქალი თავს იცავს, ქორწინების მერე როლები იცვლება და ვაი დამარცხებულს..
კ ო მ ბ ლ ე
02 ოქტომბერი 2022 03:28
3
"თმა­შიც მწვდა, რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა იყო, ეს ვი­დეო გა­და­ვი­ღე, რად­გან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ძა­ლა­დო­ბა. იმ­დე­ნად აფექ­ტში იყო, ტე­ლე­ფო­ნი რომ მე­ჭი­რა, ვერც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მე­ში­ნო­და" - რა ვერ გავიგე და რა მიკვირს იცი, თუ თმაში გწვდა, დაგარტყა და გრძელდებოდა ძალადობა, ტელეფონისთვის დრო სად გქონდა, რომ ეს ყველაფერი გადაგეღო? ან ტელეფონი როგორ არ გაგივარდა ხელიდან??
ისე მაინც
01 ოქტომბერი 2022 23:28
4
არც ერთი ქალი არ არის დაზღვეული ძალადობისგან, როგორი ფულიანი და ცნობადის სახის მეუღლეც არ უნდა იყო. მაგრამ, მაინც მგონია სულ რომ არ ვარ გარკვეული ამ კომფლიქტში რომ დოროყაშვილს აწყობს ეს სკანდალი, პირადი გამორჩენის მიზნით. ღირსეული ქალი ასე არ მოიქცეოდა.
თაკო
01 ოქტომბერი 2022 21:49
5
კომფლიქტი არა - კონფლიქტი.
Sniper
01 ოქტომბერი 2022 23:05
3
სირცხვილია ამ ქალის ოსმენა
ვაჟა
01 ოქტომბერი 2022 21:22
6
ნელიიიი! მტაცებელი ხარ! ადამიანის სარკეა სახე, ეგრევე გეტყობა, რომ გამომძალველი ქალი იქნები! გეყოს, უკვე სიგიჟის ზღვარამდე ხარ მისული, გაესინჯე ფსიქიატრს, ანდა დაწექი ფსიქიატრიულში, შენი დავადებაა პარანოია! ყველა დაღალე ამ შენი გამოხტომებით.
ვაახ? ვინ არის ეს გადარეული?!
01 ოქტომბერი 2022 19:30
8
მეზიზღება ყველა მოძალადე, ვინც არ უნდა იყოს და ვერასდროს ვერ გავამართლებ მჩაგვრელს. მაგრამ ამ ქალის მე არ მჯერა, საერთოდ არ მჯერა, ვინ ვინზე ძალადობს ეგ კიდე საკითხავია. ორივე ცალსახად არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ ყველაფრით ბავშვი დააზარალეს ყველაზე მეტად! კონფლიქტი, როცა არსებობს ოჯახში ესეთ რაღაცეებს განძრახ ნებისმიერ ადამიანს ჩაუწერ, გინდ კაცს და გინდ ქალს
ზურა
01 ოქტომბერი 2022 18:16
3
ფული გაუთავდა ეტყობა...
კ.მარქსი ფ.ენგელსი
01 ოქტომბერი 2022 17:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული