დღეს ჩვენებას სპორტსმენის ძმა, თენგო ბასილაშვილი აძლევს, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
"2017 წლიდან უკვე დაიწყო ნიკოლოზმა დაშორებაზე საუბარი. ამის მიზეზი იყო, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებსო, ღალატს მაბრალებსო. სხვათა შორის, ნეკას ჩემთანაც აქვს მოწერილი, რომ ძალიან დიდი ხელშემწყობი ჰყავხარ ნიკას ჩემს ღალატშიო. ჩემი ხელშეწყობა ვინმეს ღალატს რაში სჭირდება. ნიკას არ ვნახულობდი, წელიწადში ერთ კვირას თუ ვნახავდი.
მაშინ ნიკამ მეც მითხრა, რომ მემუქრებაო, სასამართლოში წაგიყვან, პასუხს გაგებინებო.