"დედას გიტირებთ, დაგაჩოქებთო... ნიკა მეუბნებოდა, მემუქრებაო..." - რა თქვა სასამართლოზე ბასილაშვილის ძმამ

AutoSharing Option
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.

დღეს ჩვენებას სპორტსმენის ძმა, თენგო ბასილაშვილი აძლევს, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"2017 წლიდან უკვე დაიწყო ნიკოლოზმა დაშორებაზე საუბარი. ამის მიზეზი იყო, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებსო, ღალატს მაბრალებსო. სხვათა შორის, ნეკას ჩემთანაც აქვს მოწერილი, რომ ძალიან დიდი ხელშემწყობი ჰყავხარ ნიკას ჩემს ღალატშიო. ჩემი ხელშეწყობა ვინმეს ღალატს რაში სჭირდება. ნიკას არ ვნახულობდი, წელიწადში ერთ კვირას თუ ვნახავდი.

მაშინ ნიკამ მეც მითხრა, რომ მემუქრებაო, სასამართლოში წაგიყვან, პასუხს გაგებინებო.
ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა. თქვენ პასუხს აგებთ, თქვენ დედას გიტირებთ, დაგაჩოქებთ და მსგავსი სიტყვები... ", - თქვა თენგო ბასილაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კაცებო ფრთხილად! ქალაქში დაიარებიან, მტაცებელი დოროყვას ნაირი ნადირები და ამიტომ უფრთხილდით მათ!
9
ხშირად კაცებიც არიან დასაცავი ვამპირი ქალებისაგან.
ლია
19:15 13-10-2022
3

სიახლეები პოპულარული