"500 ათასი დოლარი მინდაო, ვაკეში სახლი თავისი პარკინგებითო და ასევე..." - რა მოთხოვნები ჰქონდა დოროყაშვილს ბასილაშვილთან დაშორების შემდეგ

AutoSharing Option
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.

გუშინ ჩვენება სპორტსმენის ძმამ, თენგო ბასილაშვილმა მისცა და იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა ნელი დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთად ცხოვრობდნენ:

"2017 წლიდან ნიკოლოზმა დაშორებაზე დაიწყო ლაპარაკი, ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებს, ღალატს მაბრალებსო. ნელიმ მეც მომწერა - ნიკას ხელშემწყობი ხარ ჩემ ღალატშიო. ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი, სასამართლოში წაგიყვანთ, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო. მერე გამიჩნდა ღრმა რწმენა, რომ მართლა რაღაც მოხდებოდა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა
ნიკა საქართველოში დარჩა და ნეკა - ნიუ-იორკში, მათი თანაცხოვრება შეწყდა. ამას ნელის ძალიან დიდი ეჭვიანობა უძღვოდა წინ. 28 აგვისტოს, დილით დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოლოზს ეძებდა, ვერ პოულობდა, თითქოს, ნიკა ღალატობდა. ვუთხარი, რომ ვარჯიშზე იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილს, როცა ნელი დოროყაშვილთან ქორწინებაში იყო, არასდროს არ უღალატია და ყოველთვის მისი ერთგული იყო. კონფლიქტის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილს ტოვებდა, სიტყვას არ უბრუნებდა".

თენგო ბასილაშვილმა თქვა, თუ რა ქონება მიიღო დოროყაშვილმა მისი ძმისგან.

"გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი გადასცა, შვილს მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი. ნელის ახალი "იქს 5" აჩუქა, ისეთი, როგორიც უნდოდა, სახლთან მიუყვანა. მერე ვინ გაყიდა, არ ვიცი", - განაცხადა ბასილაშვილის ძმამ.

თენგო ბასილაშვილმა ასევე იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა განქორწინების შემდეგ ნელი დოროყაშვილს:

"ნეკა დოროყაშვილი ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო....

500 ათას დოლარს ითხოვდა, ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით; მცხეთის ქუჩაზე სახლს, რა სახლიც აჩუკა ნიკამ ლუკას, მაგ სახლს ითხოვდა; გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს, პარკინგს და ყოველთვიურად ითხოვდა 18 000 ლარს ალიმენტს", - თქვა თენგო ბასილაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ ყველაფერს რო ვკითხულობ, აღარ მინდა ცოლი!!! მარა გვიანია უკვე!!! არ გინდა ცოლიო უფროსები ბიძიები რო ღადაობდნენ მეგონა მართლა ხუმრობდნენ… :D :D:D
Vasili
15 ოქტომბერი 2022 10:09
3
პუტინს რომ გავუგზავნოთ, იქნებ ისიც დააქციოს და გაპრტყვნას
ვარლამი
15 ოქტომბერი 2022 09:12
3
მე რიგითი ქართველი ვითხოვ: ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა, გაძევდეს ქვეყნიდან და სიბერემდე აეკრძალოს აქ ჩამოსვლა. ვიცი, რომ ქართველების 99%-ს მოგაბეზრათ თავი ამ ქალმა და კიდევ დიდხანს არ გაჩერდება თუ რამე არ ვიღონეთ.
Რაგბის ფანი
15 ოქტომბერი 2022 00:38
3
ამ ქალის (თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ) დანახვა აღარ შეგვიძლია!!! ეს რა უბედურება გადაეკიდა ამ ბიჭს!!! რა სასამართლო, რის სასამართლო, ფსიქოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს!!! ან დედად ივარგებს??? როგორ შვილს გაზრდის ეს ვამპირი!!! რამხელა ზარალი მიაყენა ნიკას -- ფსიქოლოგიური, ფინანსური... ეს არასამთავროები ადამიანის უფლებებს რომ ''იცავენ'' ნიკოლოზ ბასილაშვილს არა აქვს უფლებები თუ ადამიანი არ არის? ჩამოართვით დედობის უფლება!!!
მოქალაქე
15 ოქტომბერი 2022 00:02
3
მოქალაქე-ს, თქვენს კომენტარზე-,,ეს არასამთავროები ადამიანის უფლებებს რომ ''იცავენ'' ნიკოლოზ ბასილაშვილს არა აქვს უფლებები თუ ადამიანი არ არის?", სწორედ მაგ არასამთავროების მიერ არის წარდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ანა აბაშიძე, ამავდროულად დოროყაშვილის ადვოკატი, ვისი კარნახითაც მოქმედებს ეგ დოროყაშვილი, მოკლედ, როგორც ვიცი დღეისათვის არასამთავროების ლიდერი კანდიდატია! და ალბათ გაიყვანენ კიდეც! როგორც სანდრო კარიძე იტყოდა ,,დათა თუთაშხიადან" - ,,ვაი საცოდავო საქართველო საით მიდიხარ!"
მამუკა
15 ოქტომბერი 2022 08:35
1
ადამიანი თავის უფლებებს იცავს, შენ რა გალაპარაკებს. შენ გოგოს რომ ვინმემ იგივე გაუკეთოს მერე დაწერ ესეთ რამეს? მერე შენზე იტყვიან არ სცხვენია ამ გოგოს ოჯახსო?
Muros
14 ოქტომბერი 2022 21:51
59
დიზლაიქები დაითვალე
muro
15 ოქტომბერი 2022 02:15
2
ცოლის მოYვანა გადავიფიქრე..
rss
14 ოქტომბერი 2022 20:59
2
ნეტა ამ ქალის მშობლებს და ოჯახის წევრებს არ სცხვენიათ. რით ვერ დააწყნარეს?
muro
14 ოქტომბერი 2022 18:36
5
კაი მადა ჰქონია მე და ჩემმა მზემ!!! როგორც ლუარსაბ თათქარიძე კაცს ძირგავარდნილ ქვევრს ადარებდა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ჩააყარო და ჩაასხა სასმელ-საჭმელი (ამ შემთხვევაში დამატებული ფული და ბინებიც) და მაინც ვერასოდეს ვერ ამოავსო ასეთ გაუმაძღრობასთან გვაქვს საქმე. რეკეტიორია რა....
ვაჟა
14 ოქტომბერი 2022 17:57
3
რა გაუმაძღარი ხარ დოროყვა? რით ვერ ამოივსე ეგ ოხერი მუცელი?
????
14 ოქტომბერი 2022 17:33
3
ღმერთო, რა გოიმია...
!!!
14 ოქტომბერი 2022 13:13
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული