"მეოცნებე ბიჭი და გოგო შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი" - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომები დახურული არ არის, ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობის არაერთი დეტალი გასაჯაროვდა. ჩოგბურთელთან იმისთანების შესახებ ნეკა დოროყაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაშიც ისაუბრა:

"გავიცანი ბიჭი, რომელიც პირველად დგამდა ნაბიჯებს კარიერაში და უნდოდა წარმატებული ყოფილიყო. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ის ძირითადად ტურნირებზე დადიოდა და ჩვენი კომუნიკაცია ონლაინ, სკაიპით შემოიფარგლებოდა. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პერიოდულად საქართველოში ჩამოდიოდა. კაფეში ვხვდებოდით ერთმანეთს და ბევრს ვსაუბრობდით. თავის გეგმებზე მესაუბრებოდა, უნდოდა წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილიყო.
სიმართლე გითხრათ, მასზე
ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ვიცოდი ის, რასაც თვითონ მიყვებოდა. ფაქტობრივად, არც მის ოჯახის წევრებზე მქონდა ინფორმაცია. ახლანდელი გადმოსახედით, საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ვის მივყვებოდი, უბრალოდ შემიყვარდა. მაშინ დაახლოებით 19 წლის ასაკში ვიყავით. ერთი მეოცნებე ბიჭი და ერთი მეოცნებე გოგონა შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი. წელიწად-ნახევარში გადავწყვიტეთ დაქორწინება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
უსაძაძაგლესი
ყრზო
18 ოქტომბერი 2022 21:32
6
ახალი პიარ კამპანია აკადემიური სტილით,კარგი ფსიქოლოგიური გათვლაა სასამართლოსა და ხალხზე ზემოქმედებისთვის,მაგრამ გვიანია ბირჯიმის დალევა,უკვე ყველა გიცნობს რა ხარბი ალქაჯიც ბრდზანდები
niania
18 ოქტომბერი 2022 20:44
5
რის შესახებ ისაუბრა? ))
ვვვ
18 ოქტომბერი 2022 12:50
0
რაცხა იმისთანებზე.
რეიგანი
18 ოქტომბერი 2022 18:53
0
იმისთანებისო,არ აკვირდებიან რას წერენ
*
18 ოქტომბერი 2022 16:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული