2 წლიანი პროცესი დასრულდა - სასამართლომ ბასილაშვილი - დოროყაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

AutoSharing Option
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული
რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

წყარო: IPN
მკითხველის კომენტარები / 25 /
ნელი გისამძიმრებ
juve
21 ოქტომბერი 2022 22:02
2
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეგრე იქნებოდოდა.
ეს ვიგოდნიცა ქალი! აბა რა ეგონა?
წავიდეს ეხლა და იგულავოს თავის ფემინისტკებთან.
ესენი აპირებდნენ ბასილაშვილის დიდი ტურნირებიდან მოხსნას?:)))
giorgi
21 ოქტომბერი 2022 21:56
6
Shou nika mxolod chemtan ijimave nelikos solo shesrulebit kraxit damtavrda
Გიო
21 ოქტომბერი 2022 21:51
6
ფული ჯოჯოხეთს ანათებს
ამ განსხვავებულით მანდილოსნების სადღეგრძელო უნდა დავლიოთ
21 ოქტომბერი 2022 21:19
40
უმადური და გაუმაძღარი ალქაჯის კუჭის ღრუს გარდა. ჯოჯოხეთმა ამ შემთხვევაში ფული ვერ მიიღო (დოროყაშვილის და მისი მრჩეველი არასამთავრობოების აგენტურის ბანდა) და თავიანთი მაშხალების სინათლეს დასჯერდნენ ისევ.
ჯოჯოხეთი მაშხალებმა ანათონ.
22 ოქტომბერი 2022 08:28
2
უსამართლო სასამართლო ბატონობს საქართველოში სამწუხაროდ,დასასჯელს არ სჯიან იღებენ"მაყუთს"და მდიდრდებიან.
დათიკო48
21 ოქტომბერი 2022 20:55
67
გურჯის
დარიკო დეიდა.
გიორგი
21 ოქტომბერი 2022 23:11
4
დათიკო კი არა დარიკო იქნები შენ უეჭველი
გურჯი
21 ოქტომბერი 2022 21:58
5
აი მასეეე.სამართალმა პური ჭამა,გილოცავ ნიკოლოზ.
გეგი
21 ოქტომბერი 2022 20:48
4
გილოცავ ნიკოლოზ!!! მიდი მიაწექი და დაუბრუნდი ძველებურ ფორმას. ღმერთმა დაგიფაროს.
ლომი
21 ოქტომბერი 2022 20:44
2
ნელი, სირცხვილი შენი! მთელ ქვეყანაზე ხომ მოიჭერი თავი! როგორ გეგონა, რომ შენს გაბუქებულ ზღაპრებს დავიჯერებდით?!
ნინი
21 ოქტომბერი 2022 20:44
3
1.თუ გამართლდა, იმას დაზარალებულს ნუღა ეძახით 2. ასე არ უნდა დატოვოს. შემხვედრი სარჩელი აუცილებლად! სხვანაირად თავსმოხვეულ ფემდომს ვერ მოვიშორებთ! ამას საფუძველი ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა უნდა ჩაუყაროს
რეზო
21 ოქტომბერი 2022 20:22
0
ეხლა ბასილამ უნდა უჩივლოს იმ ქაჯს ცილისწამებისთვის და შვილი წაართვას !!!
zura222
21 ოქტომბერი 2022 20:18
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული