2 წლიანი პროცესი დასრულდა - სასამართლომ ბასილაშვილი - დოროყაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

AutoSharing Option
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული
რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

წყარო: IPN
მკითხველის კომენტარები / 25 /
აბა შენ იცი ბასილ , ღუზა მოგეხსნა, შეუტიე ოცეულს ისევ. სამართალმა პური ჭამა!
ATP 16
21 ოქტომბერი 2022 19:44
3
აი მასეეე.სამართალმა პური ჭამა,გილოცავ ნიკოლოზ.
გეგი
21 ოქტომბერი 2022 20:48
4
გენაცვალე ნიკოლოზ!!! გულში გამეხარდა ახლა, რო წავიკითხე ეს სტატია, მიდი ეხლა ფსიქოლოგიურად დაწყნარდი და დიდი ტურნირები მოიგე, საქართველოში 99 პროცენტმა იცის რომ კაცი ხარ, და არა მოძალადე
გიო
21 ოქტომბერი 2022 23:38
0
გილოცავ ნიკოლოზ!!! მიდი მიაწექი და დაუბრუნდი ძველებურ ფორმას. ღმერთმა დაგიფაროს.
ლომი
21 ოქტომბერი 2022 20:44
2
ზუსტად ასე ხდებოდა საქართველოს ისტორიაში როგორც ბასილაშვილის თავს გადახდა, ჯაყო შეიხიზნა აჭამა, ასვა, გაანებივრა, ფულის გემო და სვეცკობა ანახა, პასუხად კი რა მიიღო? ალქაჯობა, ქიშპი, შური და სიხარბე სხვისი ქონების დაუფლების. ეგ რა ცხოველია საერთოდ? მამას 2 წელი შვილს არ ანახებს და ათ მილიონს რო სძალავს, ვაკეში სავაჭრო ობიექტი, ვაკეში ბინა, იქს-5-რომელიც საყვარელმა გაუყიდა უკვე, 100ათასი დოლარი ქეში და ვინაა რას წარმოადგენს? პანელის ქალი? ამიტომაა ნუ შემოუშვებთ და ნუ ელაქუცებით უცხოტომელებს ასე გვიხდიან სიკეთეს, სახლებიდან გვაგდებენ უჯიშოები!
Suxumchanin
22 ოქტომბერი 2022 00:23
3
ნელი, სირცხვილი შენი! მთელ ქვეყანაზე ხომ მოიჭერი თავი! როგორ გეგონა, რომ შენს გაბუქებულ ზღაპრებს დავიჯერებდით?!
ნინი
21 ოქტომბერი 2022 20:44
3
ვისაც გეწყინათ არ მოგაკლოთ უფალმა ნეკები
დათო
21 ოქტომბერი 2022 23:53
3
ეხლა ბასილამ უნდა უჩივლოს იმ ქაჯს ცილისწამებისთვის და შვილი წაართვას !!!
zura222
21 ოქტომბერი 2022 20:18
9
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეგრე იქნებოდოდა.
ეს ვიგოდნიცა ქალი! აბა რა ეგონა?
წავიდეს ეხლა და იგულავოს თავის ფემინისტკებთან.
ესენი აპირებდნენ ბასილაშვილის დიდი ტურნირებიდან მოხსნას?:)))
giorgi
21 ოქტომბერი 2022 21:56
6
ის მირჩევნია სანაპიროზე მდგომ 20 ლარიან ნაშამ შვილი გამიჩინოს ვიდრე ამ დოროყაევთან მაკავშირებდეს საერთო შვილი...... ალქაჯი მართლა ვირთხა და მართლა გველი ამას სახლში ან აქამდე როგორ უძლებდა ერთი პრიზი ჯერ მაგიტო მაგისთვის უნდა ნიკას!!!! ამ ალქაჯმა ჩვენ გარეშე პირები დაგვღალა გადაგვაყოლა თავის ცირკის სცენებს და ოჯახში ამას ვინ აიტანს ამერიკაში ვიყო და იქაც მაგას ვუყურებდე???? მოგვშორდი ნელიკო წადი ოსებში
რონიი
21 ოქტომბერი 2022 23:12
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული