Lopota Cup 2022 - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – "LOPOTA CUP 2022", 4-დღიანი თამაშების შემდეგ გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა. ტურნირზე 80-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა. თამაშები გაიმართა როგორც წყვილთა, ისე ერთეულთა თანრიგში ქალთა და კაცთა შორის.

LOPOTA CUP 2022-ს სამოყვარულო ტურნირებს შორის ყველაზე დიდი - 30 000-ლარიანი საპრიზო ფონდი აქვს, რომელიც სხვადასხვა თანრიგის პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებზე გადანაწილდა. ფულად ჯილდოებთან ერთად გამარჯვებულებმა ასევე მიიღეს სპონსორების მიერ
დაწესებული სპეციალური პრიზები, დაჯილდოვდნენ მედლებითა და ლოპოტას თასით. იხილეთ გამარჯვებულთა სია:
ერთეულთა თანრიგი:

კაცთა შორის

1. პირველი ადგილი -
ზვიად კალმახელიძე

2. მე-2 ადგილი - ერეკლე მამულაშვილი

3. მე-3 ადგილი - გიორგი მარგველაშვილი

ქალთა შორის:

1. პირველი ადგილი - მარიამ წივწივაძე

2. მე-2 ადგილი - ნარინე ეტარიანი

3. მე-3 ადგილი - ხატია გოგალაძე

წყვილთა თანრიგი (Pro-Am პრინციპით)

1. პირველი ადგილი: ირაკლი მეტრეველის და ერეკლე მამულაშვილის წყვილი

2. მე-2 ადგილი: ნოდარ ითონიშვილის და გიორგი გიორგაძის წყვილი.

პოპულარული ტურნირი – "LOPOTA CUP" წლების წინ, "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებლის, გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა. წელს ტურნირი ლოპოტას განახლებულ კორტებზე დაბრუნდა, იგეგმება, რომ ის კვლავ ყოველწლიურად გაიმართოს.

"LOPOTA CUP 2022-ის" გენერალური სპონსორია "როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრი" , ტურნირის სპონსორები არიან: "სარაჯიშვილი", "არქი", "ბორჯომი", "შატო ბუერა", "პორშე ცენტრი თბილისი", "ვორლდ კლას ჯორჯია" , "სეტანტა სპორტი" , "ქროსთი".

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული