ცენტრალურ კორტზე, გადაჭედილ დარბაზში, ნომერ პირველ რუსთან - ბასილაშვილი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
1-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება და დღეს ვენის ტურნირში ჩაერთვება.

ჩვენებურს წილისყრაში საშინლად არ გაუმართლა და მეტოქედ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიოს მე-4 ნომერი, 26 წლის დანილ მედვედევი ერგო.

მოგეხსენებათ, რუსებს სანქციები ჩოგბურთშიც დაუწესდათ და მათი ჩოგბურთელები ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.

ნიკოლოზი დანილს კარიერაში არასდროს დაპირისპირებია. მედვედევი რამდენიმე თვის წინ სულაც რეიტინგის პირველი ნომერი გახლდათ.

როგორც უკვე ვწერდით, ბასილაშვილს რეიტინგში უდიდესი რეგრესი აქვს. ქართველს ინდიან უელსის მასტერსზე დაკარგული ქულები გამოაკლდა, რის გამოც ახლა რეიტინგში 94-ე
საფეხურს იკავებს და ამ ცუდი შედეგის გამოსწორება ესაჭიროება. 

ვენის ტურნირი 500-ქულიანი გახლავთ. თუ ნიკოლოზმა მოახერხა და ეს ურთულესი ბარიერი გადალახა, მერვედფინალში ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს, ავსტრიელ დომენიკ ტიმს შეხვდება. 

ქართველმა გასულ წელს ვენაში პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას მოუგო, შემდეგ კი იტალიელ მატეო ბერეტინისთან წააგო და თუ დღეს დამარცხდება, ქულებს რეიტინგში კიდევ დაკარგავს.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ბოლო 9 მატჩში 8 წაგება აქვს, იმ 1 მოგებულ შეხვედრაშიც ჩვენებური მარცხდებოდა, როდესაც მეცის ტურნირზე მისმა ბელგიელმა მეტოქე ზიზუ ბერგსმა შეხვედრა ვერ გააგრძელა.

ვენის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 489 935 ევროა. ბასილაშვილისა და მედვედევის შეხვედრა ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 19:30 საათზე გახლავთ ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ საშინელი ქვეყნიდან ყველა სპორტსმენი უნდა მოიხსნას.რას მიქვია დროშის გარეშე თამაში.ნახეს გამოსავალი არც მწვადი დაწვან არც შამფური.ფაშისტებზე დაუნდობლები არიან.უდანაშაულო ბავშვებს სიხარულით ხოცავენ და თან ტრაბახობენ.ვინც უჯიშო რუსებს ემხრობით ღმერთის გეშინოდეთ.
ადამიანი.
20:14 26-10-2022
6
წარმატებები ყოველთვის და ყველგან. დაგლოცოს უფალმა.
მარი
18:53 26-10-2022
1

სიახლეები პოპულარული