მოგეხსენებათ, ქართველი ჩოგბურთელი 1-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და ავსტრიის დედაქალაქში 500-ქულიან შეჯიბრებაშიც ჩაერთო, სადაც რუს დანილ მედვედევთან ორ სეტში 2:6, 2:6 დამარცხდა.
აღნიშნულ ტურნირზე ერთი საინტერესო ტრადიცია გახლავთ... ჩოგბურთელების დასასვენებელი ადგილის გვერდით არის პატარა დაფა, სადაც მათ მშობლიურ ენაზე გამამხნევებელ სიტყვებს უწერენ.
წელს ავსტრიელებს შეეშალათ და ნიკოლოზის მხარეს ქართული ასოებით რუსული წინადადება გამოჩნდა - "დავაი ნიკოლოზ", რომელიც ბასილაშვილმა ერთ-ერთი შესვენების დროს
მაგალითად, შარშან ვენაში ეწერა "მიდი ნიკოლოზ", ახლა კი ტურნირის ორგანიზატორებმა ასეთი შეცდომა დაუშვეს.
ეს ყველაფერი კი რუსულმა პრესამ სულ სხვანაირად და მათ მხარდაჭერად აღიქვა. მაგალითისთვის, mosregtoday.ru წერს, რომ ეს ქმედება ქართველმა რუსი სპორტსმენის სოლიდარობის ნიშნად გააკეთა.
მოგეხსენებათ, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, რუსებს შეზღუდვები ჩოგბურთშიც აქვთ დაწესებული. ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ და ბასილაშვილთან შეხვედრაში მედვედევს გამამხნევებელი ფრაზა არა რუსულად, არამედ ლათინურად დაუწერეს და რუსებს მიაჩნიათ, რომ ნიკოლოზმა ეს დანილის დისკრიმინაციად აღიქვა და ქართული წარწერა ამიტომ დაფარა.
"ბასილაშვილი ძალიან კომპეტენტურად მოიქცა და ამით ტურნირის ორგანიზატორებთან მნიშვნელოვანი გზავნილიც გააკეთა! მან აჩვენა, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა და მსგავსი სახით რუსი სპორტსმენები არ უნდა ავიწროონ", - ამბობს რუსი ჩოგბურთის მწვრთნელი გენადი კუშნიკოვი.
"ვისურვებდი, კიდევ იყვნენ ნიკოლოზის მსგავსი სპორტსმენები, რომლებიც ჩვენს ბიჭებს მხარს დაუჭერენ! მათ დროშა და ჰიმნი ჩამოართვეს, ახლა გვარების ჩვენებასა და ენასაც გვიკრძალავენ?! იქნებ მაშინ უბრალოდ დააწებოთ ნომრები და დააყენოთ ისინი?", - წერს ერთ-ერთი რუსი გულშემატკივარი.
ბასილაშვილს თავის საქციელთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ალბათ, კარგი იქნება, თუ ის განცხადებას გააკეთებს და ყველა კითხვის ნიშანს წაშლის.
ლუბოი გრუზინსკი ფორუმზე ნახეთ, იმენა რომ ვაფშე ასე ლაპარაკობს ყველა.
ატვეჩაი ვარ, კაროჩე. აბა, დავაი, ბიჭებო.