წლის ბოლო მატჩი სუპერტურნირზე - ბასილაშვილი პარიზში დღეს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს პარიზის მასტერსზე ჩაერთვება და მსოფლიოს 69-ე ნომერს, 26 წლის ფრანგ ქვენტინ ჰალისს დაუპირისპირდება.

ამ ჩოგბურთელების გზები წელს ერთხელ უკვე გადაიკვეთა და ჩვენებურმა "უიმბლდონზე" სეტებში 3:1 იმარჯვა, სხვა დროს კი ისინი ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. 

თუ ნიკოლოზმა ფრანგული ბარიერი დაძლია, მისი შემდეგი მეტოქე ან ლორენცო მუსეტი, ან მარინ ჩილიჩი იქნება. 

პარიზის მასტერსი 2022 წელს ბასილაშვილისთვის ბოლო ტურნირი იქნება. ამით საჩოგბურთო სეზონი სრულდება და მხოლოდ შემაჯამებელი ტურნირი რჩება, სადაც ქართველი არ იქნება. 

ნიკოლოზისა და ჰალისის შეხვედრა თბილისის
დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლინკი დადეთ რა
რომა
14:47 31-10-2022
0

სიახლეები პოპულარული