პირველი მასტერსი კარიერაში - რუნემ პარიზში ჯოკოვიჩს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 წლის დანიელმა ჰოლგერ რუნემ პარიზის მასტერსის ფინალში ლეგენდარული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში 3:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. 

თინეიჯერმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველი მასტერსი მოიგო. ის რეიტინგში მე-10 პოზიციაზე დამკვირდა, რისი წყალობითაც შემაჯამებელ ტურნირზე გაემგზავრება და ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება. 

შედეგად, რუნე ვერ მიიღებს მონაწილეობას Next gen-ის ტურნირზე, რომელიც მომავალ კვირას მილანში გაიმართება.

დანიელმა ზედიზედ მე-4 ტურნირის ფინალში ითამაშა და ბოლო 21-დან 19 დაპირისპირება მოიგო. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მის სამწვრთნელო შტაბში ცნობილი დამრიგებელი პატრიკ მურატოღლუ დაემატა.

მოგეხსენებათ, მურატოღლუ
სიმონა ჰალეპს ავარჯიშებს, რუმინელი კი ამ ეტაპზე ვერ თამაშობს და ამიტომ, მან ამ სეზონის ბოლომდე ჰოლგერთან მუშაობა არჩია.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ის ახლა ტურინში გაემგზავრება და 13-20 ნოემბერს გასამართი შემაჯამებელი ტურნირის მოგებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული