The Guardian-ის ცნობით, 21-გზის დიდი სლემის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს. ტურნირი იანვარში გაიმართება.
მოგეხსენებათ, ნოვაკი 2022 წელს ავსტრალიიდან არავაქცინირებულობის გამო ქვეყნიდან სკანდალით გამოაძევეს და 3 წლით ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა აუკრძალეს. ზუსტად იმავე მიზეზით არ დაუშვეს არც ამერიკის ღია პირველობაზე.
ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ახლა მონაწილეობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე იღებს, პირველ წრეში კი სტეფანოს ციციპასი 6:4 7:6 დაამარცხა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით