უიღბლო წილისყრა - ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში ურთულესი მეტოქე შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა.

ჩვენებურის მეტოქე პირველ წრეში აშშ-ის წარმომადგენელი, 25 წლის ტეილორ ფრიცი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია.

დაპირისპირება 16 ან 17 იანვარს გაიმართება. თუ ნიკოლოზმა გამარჯვება მოახერხა, შემდეგ წრეში მისი მეტოქე ან ავსტრალიელი ალექსანდრ პოპირინი, ანდაც ტაივანელი ჩუნ ჰსინ ჩენგი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბასილაშვილი ისეთ საშინელ ფორმაშია ვინც არ უნდა შეხვედროდა, მაინც არ გაუმართლებდა. :)
დათო
16:35 12-01-2023
1
ბასილაშვილი ახლა ისეთ ფორმაშია სჯობს 9-ე ჩოგანთან დამარცხდეს ვიდრე 99-თან.
იმედია მალე ჩადგება ფორმაში და ისევ გაგვახარებს, წარმატებები მას!
Irakli
18:56 12-01-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული