“გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს" - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში გაეხვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის წინ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რუსი ანდრეი რუბლევი მარტივად დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ეს წარმატება სერბმა ფანებმა მელბურნ პარკში აღნიშნეს, მათ კი ნოვაკის მამა სრდიანი შეუერთდა.

ისინი პოზირებდნენ რუსეთის დროშით, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "როდ ლეივერ არენასთანაა" გადაღებული, კარგად ჩანს უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვები, სადაც ის ამბობს - “გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”

მოგეხსენებათ, მიმდინარე
ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის მხარდამჭერი ყველანაირი სიმბოლიკის ჩვენება აკრძალულია.

ამიტომ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 პიროვნება "მელბურნ პარკიდან" გააძევა. 

სრდიან ჯოკოვიჩი გასული წლის ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური გახლდათ, როდესაც მისი შვილი ავსტრალიიდან ვაქცინის გაუკეთებლობის გამო დაადეპორტეს.

მაშინ მან დაადანაშაულა ავსტრალიის სახელმწიფო მისი შვილის შთამომავლების "მკვლელობის" მცდელობაში.

გავრცელებულ ვიდეოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩი ვასილ მიროშნიჩენკო გამოეხმაურა, რომელმაც სრდიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტომი პოლი იქნება. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

altყვავილები ინტერვიუს დაწყებამდე - ჯოკოვიჩმა ბარბარა შეტს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
რატომ უნდა გაგვიკივირედს სერბების ასეთი გამოხტომები? აგერ გადაავლეთ თვალი სხვა და სხვა ვებსაიტებს და ქართული კომენტარები წაიკითხეთ. გაცილებით ბევრად უფრო სამარცხვინო კომენტარებია ჩემთვის. პროპაგანდა ძლიერი რამ არის, ჯერ მხოლოდ დასავლეთის გინებით არის დაკავებული სამთავრობო არხები და მაგის დროც მოვა აქ, იძახონ ეგეთები რასაც სერბები ყვირიან. ეს აუცილებლად იქნება თუ გამანადგურებელი დამარცხება არ იწვნია ორდამ. უფრო მეტ ოკუპანტებს შემოზიდავენ და მოვა დრო 19 საუკუნესავით ქართული ლაპარაკი სირცხვილი გახდება ინწელიგენციისათვის.

დიდება უკრაინას, დიდება საქრთველოს. სიკვდილი ოკუპანტებს.
G.LA
17:31 26-01-2023
10
ძალიან გული მწყდება, უმეტესობა რომ არ აკეთებთ სწორ მოსაზრებებს. რაც გაააკეთა ნოვაკის მამამ, არის უნამუსო ადამიანი და ნამუს გარეცხილი. ავხსნი რატომ. ყველას გეთანხმებით რაც გააკეთა ამერიკამ სერბეთის წინააღმდეგ არის საშინელება და დასაგმობი, და სწორედ ბრაზდებიან სერბები ამერიკა ნატოზე. მაგრამ ამის გამო უნდა უჭერდნენ მხარს ტერორისტ რუსეთსსს? რა ნამუსით ამართლებთ მამამისის კომენტარს გაბრაზებულია ამერიკაზეო. ეს კი არ უნდა დაწეროთ, უნდა დაწეროთ ,რომ ამერიკა არ არის მართალი, მაგრან არც რუსეთი არ არისსს უკრაინისს წინააგმდეგ. და რა კი ნოვაკის მამა განწარებულიაა, უნდა უჭერდეს დამპალ პუტინსსსს მხარსსს,რასაც ეგ აკეთებსსსს? ნოვაკის მამამ ამერიკაც უნდა გაამტყუვნოს და ეხლა კიდე რუსეთი. არაფერი დაუშავებია არც ჩვენ საქართველოს არც უკრაინას , არ გვაცლის სიცოცხლესა რუსეთი , უნდა რომ მონები ვიყოთ , თაყვანს ვცემდეთ. ჩემამდე არ მოდისსსსს რუსეთს რატომ უჭერთ მხარს ზოგნი, 200 წელზე მეტიაააა გვაწამებენ. 90 წლებდი გაწყვიტეს აფხაზეთში ქართველობა.
Beqa
01:45 27-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული