“გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს" - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში გაეხვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის წინ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რუსი ანდრეი რუბლევი მარტივად დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ეს წარმატება სერბმა ფანებმა მელბურნ პარკში აღნიშნეს, მათ კი ნოვაკის მამა სრდიანი შეუერთდა.

ისინი პოზირებდნენ რუსეთის დროშით, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "როდ ლეივერ არენასთანაა" გადაღებული, კარგად ჩანს უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვები, სადაც ის ამბობს - “გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”

მოგეხსენებათ, მიმდინარე
ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის მხარდამჭერი ყველანაირი სიმბოლიკის ჩვენება აკრძალულია.

ამიტომ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 პიროვნება "მელბურნ პარკიდან" გააძევა. 

სრდიან ჯოკოვიჩი გასული წლის ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური გახლდათ, როდესაც მისი შვილი ავსტრალიიდან ვაქცინის გაუკეთებლობის გამო დაადეპორტეს.

მაშინ მან დაადანაშაულა ავსტრალიის სახელმწიფო მისი შვილის შთამომავლების "მკვლელობის" მცდელობაში.

გავრცელებულ ვიდეოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩი ვასილ მიროშნიჩენკო გამოეხმაურა, რომელმაც სრდიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტომი პოლი იქნება. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

altყვავილები ინტერვიუს დაწყებამდე - ჯოკოვიჩმა ბარბარა შეტს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
რუსების მაქებრებს ესმაკები ასოებს გიმზადებენ ჯოჯოხეტში. ცეცზკოვან ასოებს
არა რუსეთს
26 იანვარი 2023 18:19
6
რატომ უნდა გაგვიკივირედს სერბების ასეთი გამოხტომები? აგერ გადაავლეთ თვალი სხვა და სხვა ვებსაიტებს და ქართული კომენტარები წაიკითხეთ. გაცილებით ბევრად უფრო სამარცხვინო კომენტარებია ჩემთვის. პროპაგანდა ძლიერი რამ არის, ჯერ მხოლოდ დასავლეთის გინებით არის დაკავებული სამთავრობო არხები და მაგის დროც მოვა აქ, იძახონ ეგეთები რასაც სერბები ყვირიან. ეს აუცილებლად იქნება თუ გამანადგურებელი დამარცხება არ იწვნია ორდამ. უფრო მეტ ოკუპანტებს შემოზიდავენ და მოვა დრო 19 საუკუნესავით ქართული ლაპარაკი სირცხვილი გახდება ინწელიგენციისათვის.

დიდება უკრაინას, დიდება საქრთველოს. სიკვდილი ოკუპანტებს.
G.LA
26 იანვარი 2023 17:31
10
ეს ყველაფერი გავიგეთ მაგრამ დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს.
G.LA-ს
27 იანვარი 2023 00:34
3
ეს იგივეა 1945 წელში ვინმეს ჰაილ გიტლერ რომ ეძახა.უკრაინელებმა უნდა დაუმახსოვრონ ჯალათის მხარდაჭერა და შემდგომში "მოეფერონ"
რამდენი ავადმყოფია
26 იანვარი 2023 17:19
7
სერბის რა გაგიკვირდათ, 20% ოკუპირებულია და ეთნიკურ წმენდას ვგიტარებენ 5 წელიწადში ერთხელ და ნახევარი მოსახლეობა რუსეთუმეები არიან.
მეგრელი
26 იანვარი 2023 17:10
4
აბაა, აქ კომენტარებშიც ბევრი იშიფრება:))) მართლა ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, "ნეუჟელი" ყველა 36 მანეთად დაფრინავდა მოსკოვში?!
100%-ით
27 იანვარი 2023 00:23
3
ჯიკოვიჩი ფანტასტიური ჩოგბურთელია და ძლიერი პიროვნება. მისი პროტესტი იძულებითი კოვიდ-აცრის წინააღმდეგ სანაგალუთო იყო. მამამისი კი უნამუსო .ირი ყოფილა.
გიორგი
26 იანვარი 2023 16:49
8
სრდიან არა იროდიონი.:)

ქართულად სრჯან გამოითქმის. სრჯან ჯოკოვიჩი, თუ სადმე არაა, ზის მუდმივად ნოვაკ ჯოკოვიჩის რესტორანში ნოვი ბელგრადში და თავი კიტრად მოაქვს.
ლევანი
26 იანვარი 2023 15:26
9
ახვარი ყოფილა მამა.
გიორგი
26 იანვარი 2023 16:50
0
აჰა,უკრაინის ელჩმა რახან მასე თქვა, უნდა დავეთანხმოთ
Giusha3232
26 იანვარი 2023 14:50
44

სიახლეები პოპულარული