ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასმა (5) კარენ ხაჩანოვი (20) 4 სეტში 7:6 6:4 6:7 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ბერძენი ჩოგბურთელი კორტზე მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა რუსმა მე-3 სეტის მე-10 გეიმში ბრეიკიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 2 მატჩ-ბოლი მოიგერია და სეტიც თავის სასიკეთოდ დაასრულა. თუმცა მე-4 სეტში სტეფანოსმა მეტოქის მოწოდება მე-2 გეიმშივე მოიგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა (5) და ტომი პოლს (35) შორის დღეს, 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება ფინალს, დასკვნითი შეხვედრა 29 იანვარს, ჩვენი დროით 12:30 საათზე ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკა მაგრად გვეამაყები ქართველებს მიდი რა მიაწექი შენებურად.
გიორგი
08:06 28-01-2023
0
კაი ბიჭია ციციპასი. მახსოვს ნიკოლოზთან ერთად რომ ვარჯიშობდა - ციციშვილები ვართო! ნიკა. რამდენი შეგიძლია კიდე. მიდი რა, მიაწექი! მთელი ერი გგულშემატკივრობს, წარმატებებს გისურვებთ!
alexandre
14:39 27-01-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული