ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ელენა რიბაკინამ (25) ვიქტორია აზარენკა 2 სეტში 7:6 6:3 დაამარცხა და წლის პირველი დიდი სლემის ფინალში გავიდა. ყაზახი ჩოგბურთელი ჩაწოდებაზე მშვენივრად გამოიყურებოდა, 9 ეისი ჰქონდა და 3 ორმაგი შეცდომა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა არინა საბალენკასა (5) და მაგდა ლინეტეს (45) შორის გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, საბალენკამ მარტივად, 51 წუთში 7:6 6:2 გაიმარჯვა და ფინალში თამაშის შესაძლებლობა მიიღო.

ამრიგად, ქალთა შორის დასკვნითი, გადამწყვეტი მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული