არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ბელარუსმა არინა საბალენკამ (5) ყაზახი (25) ელენა რიბაკინა 3 სეტში 4:6 6:3 6:4 დაამარცხა.

ჩავარდნილი პირველი სეტის შემდეგ საბალენკას 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, არ გამოსდიოდა კარგად ჩაწოდება, თუმცა მეორე და მესამე სეტში ბელარუსმა ყველაფერი გამოასწორა და ინდივიდუალურ კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია, რომ რიბაკინამ გადამწყვეტ მე-10 გეიმში 3 მატჩ-ბოლი მოიგერია, საკუთარი შანსი, რომ მატჩი შემოებრუნებინა ხელიდან გაუშვა და დამარცხდა.

შეგახსენებთ, კაცთა შორის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (5) და ბერძენი სტეფანოს ციციპასი (4)
გავიდნენ, მატჩი ხვალ, 29 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პუწინ ხუილო თქვა ამან , ან რიბაკინამ ? აბა რატოგაუშვეს ფინალში , რა წესიააა ? )))))
zaza
22:47 28-01-2023
1
ავტორს მეორედ ვუთითებ, რომ ჩემპიონის გვარია სობოლენკო. გაასწორეთ )
გია
10:25 29-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული