ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო - ნოვაკი კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:3, 7:6, 7:6 დაამარცხა. 

სერბმა Australian Open-ი კარიერაში მათეად მოიგო და ამით კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს ნოვაკისთვის 22-ე გრენდ სლემია, რითიც ის რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. 

როგორც იცით, ჯოკოვიჩი გასულ წელს ავსტრალიაში ვაქცინის არგაკეთების გამო არ შეუშვეს. გამარჯვების შემდეგ ის გუნდთან ერთად მივიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯოკოვიჩი ყველა დროის საუკეთესო თუარა სამეულში ნამდვილად არის და იმედია უფრო ვრცელ სტატიას მიუძღვნით, მითუფრო ორი დიდი სლემი გამოატოვებინეს და პირადი პრინციპულობის გამო უფრო მეტ პატივისცემასაც იმსახურებს. ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდაა. ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოა ნოლე
rable
21:48 29-01-2023
0
მანქანაა,რა.ყოჩაღ!
გივი
17:11 29-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული