მე-2 ჯგუფთან ახლოს - ქართველმა ვაჟმა ჩოგბურთელებმა პოლონეთში კარგად დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა დევისის თასის მე-2 ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღე ბოლივიასთან შესანიშნავად ჩაატარა.

თავიანთი შეხვედრები მოიგეს ალექსანდრე ბაკშიმა ხუან კარლოს პრადო ანგელოსთან) და ზუკა ტყემალაძემ (რაულ გარსიასთან), რის შემდეგაც ჩვენი გუნდი დაპირისპირებაში 2:0 დაწინაურდა. 

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, წყვილთა თანრიგის შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველმა ჩოგბურთელებმა გამარჯვება მოახერხეს, ანგარიში 3:0, ხოლო დარჩენილი ორი მატჩი ფორმალობა გახდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბოლივიის დაპირისპირების გამარჯვებული მე-2 ჯგუფში ადგილს გაინაღდებს. შეხვედრებს პოლონეთი მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბასილაშვილი რატომ არ იღებს მონაწილეობას??
გიორგი
14:13 03-02-2023
1
ისეთ ფორმაშია აქ გამოსვლისას იქნებ მოგების გემო გაეხსენებინა,დოროყამ გადაიყოლა ჩვენი ბასილა
ნიკო
23:49 05-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული