ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირზე პირველ მატჩში გაიმარჯვა

AutoSharing Option
მონპელიეს ტურნირის მეორე წრეში დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (87) ასპარეზობა როტერდამის 500-ქულიან ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადედან გააგრძელა და ნიდერლანდელი მაქს ჰოუკსი (328) 6:4 6:4 დაამარცხა.

მატჩი საათი და 17 წუთი გაგრძელდა.

ნიკა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგ კონსტანტ ლესტენსსა (48) და გერმანელ მაქსიმილიან მარტერერს (149) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ძირითად ბადეში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ავად თუ კარგად,ბოლო ორ ტურნირზე,გამარჯვების გემოც გაიხსენა და მისი ფორმის შემხედვარე,ესეც მნიშვნელოვანია.იმედია კრიზისის დასრულების მოწმეები ვხდებით.წარმატებებს ვუსურვებ,ნიკას!
სოსო
11 თებერვალი 2023 23:04
1
წარმატებები ნიკა!
დათო
11 თებერვალი 2023 19:24
1
აი თურმე რა ყოფილა: - წინა თამაშის დროს ემჩნეოდა, რომ სადღაც ეჩქარებოდა.
პლეხანოვზე გაზრდილი
11 თებერვალი 2023 18:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული