ნიკოლოზ ბასილაშვილი (84) დოჰას ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში ფრანგ ალეკსანდრ მიულერთან (173) 6:7, 7:6, 4:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ თურქ ჩემ ილკელს (279) სძლია, შემდეგ ბრიტანელ ლიამ ბროდთან (140) წააგო, თუმცა ძირითად ბადეში ბრიტანელი ჯეკ დრეიპერის ტრავმის გამო მოხვდა.
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 2021 წლის გამარჯვებულია, ხოლო 2022 წელს ფინალში გავიდა.