ბასილაშვილი ჯოკოვიჩის ნაცვლად - ნიკას ნოვაკისთვის უარის თქმა კარგად დაუჯდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე პირდაპირ ძირითად ბადეში იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლის უფლება არავაქცინირებულობის გამო არ მისცეს.

დღეს ინდიან უელსის ტურნირის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ სერბს ძირითად ბადეში სწორედ ქართველი ჩაანაცვლებს.

მოგეხსენებათ, 2021 წელს ბასილაშვილმა ამ მასტერსზე ფინალში ითამაშა, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა, 2022 წელს პირველ რაუნდში მისმა მეტოქე ფაბიო ფონინიმ კორტზე გამოსვლაზე უარი თქვა, მეორე წრეში კი ჩვენებურმა სწორედ ზემოთ ნახსენებ
ნორისთან წააგო, რის გამოც რეიტინგში საგრძნობი ვარდნა განიცადა.

ბასილაშვილი ახლა მსოფლიოს 118-ე ჩოგანია. მას ასეთი ცუდი შედეგი 2016 წლის მერე არ ჰქონია.

რაც შეეხება ინდიან უელსის მასტერსს, ტურნირის საპრიზო ფონდი $10,143,750-ს შეადგენს, ძირითადი ეტაპის შეხვედრები 8 მარტს დაიწყება, ნიკოლოზის მეტოქე კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც თქვენი დემოკრატიული სახელმწიფო. რაღა დროს ვაქცინაა
36
ამიტომ მევადება ჯოკო, თავის პრინციპებს არასდროს ურალატებს. თქვა ერთხელ რომ არ გაიკეთებს ვაქცინას რაც არ უნდა ტურნირები გამოატოვებინონ ამის გამო.
მურთო
17:24 06-03-2023
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული