ამერიკაში ინდიან უელსის 1000 ქულიანი ტურნირის ორი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
დანილ მედვედევმა (6) მასპინძელთა წარმომადგენელი, ფრანსის ტიაფო (16) 7:5 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
რუსი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე ესპანელი ყოფილი 1-ლი ნომერი, კარლოს ალკარას გარფია (2) იქნება, რომელმაც თავის მხრივ, იტალიელი იანიკ სინერის (13) ბარიერი ასევე 2 სეტში, 7:6 6:3 დაძლია.
ფინალური შეხვედრა 20 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.