ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან (129) ერთ საათში 4:6, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ბასილაშვილმა ზედიზედ მერვე შეხვედრა დათმო და ATP-ს რეიტინგში 217-ე საფეხურზე დაქვეითდა.
ნიკოლოზმა ამას წინათ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იდაყვის ტრავმის გამო ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა.