უიმლდონის ტურნირის ფინალში კარლოს ალკარას გარფიამ (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) 5 სეტში 1:6 7:6 3:6 6:3 6:4 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტული კარიერაში პირველად მოიგო.
მატჩი დრამატული გამოდგა, 4:42 საათის განმავლობაში არც ერთი ჩოგბურთელი არ თმობდა არაფერს, გადამწყვეტ, მეხუთე სეტში კი ლეგენდარულმა სერბმა სპორტსმენმა მე-3 გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო, რამაც საბოლოდ გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია.
ფანტასტიკური გამოდგა მესამე სეტის მე-5 გეიმი, როდესაც ნოვაკის ჩაწოდებაზე კარლოსმა 26 წუთიან თრილერში მეორე ბრეიკი შეასრულა.
პ.ს. როჯერს ჯერჯერობით რჩება უიმბლდონის რეკორდი;)