ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა მეწყვილედ რუსის არჩევის გამო ბოდიში მოიხადა

AutoSharing Option
30 წლის ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა ულრიკე ეიკერიმ "უიმბლდონზე" წყვილებში რუს ალექსანდრა პანოვასთან ერთად იასპარეზა, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა, მოგვიანებით კი ამ საქციელისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწია.

"რეტროსპექტივაში ვისურვებდი, რომ ამაზე ადრე მეფიქრა და მსგავსი რამ არ გამეკეთებინა. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის შეჭრას. სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს, რომლებიც იტანჯებიან", - თქვა ეიკერიმ.

ინფორმაციისათვის, ნორვეგიულ-რუსული დუეტი "უიმბლდონის" მეორე წრეში გავიდა, სადაც ქართულ-ბელარუსულ წყვილთან (კალაშნიკოვა, შიმანოვიჩი) ორ სეტში 0:6, 4:6
დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი კალაშნიკოვა ხო რას ამბობ, უკრაინის მოყვარე ბელორუს დაუწყვილდა..ნორვეგიელის ცოდვა ყოფილა, ჩვენთვის არაფერი. თან როგორ გვეამაყება..
დავით
17:29 19-07-2023
1
ოხ, თქვენ გენაცვალეთ ქართველებო!
მალხაზ ჯობავა
12:19 19-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული