მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

AutoSharing Option
ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა განაცხადა, რომ მისი შეგირდი 2028 წელს ლოს-ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას გეგმავს და ამ დროს ის 41 წლის იქნება.

მოგეხსენებათ, 36 წლის ასაკში სერბმა ახლახან ამერიკის ღია პირველობა მოიგო, რითაც 24-ე დიდი სლემის ტიტული დაისაკუთრა. ნოვაკი ყველა დროის რეკორდსმენ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდა, რომელმაც ასევე დიდი მუზარადის პრიზი 24-ჯერ აღმართა, რაფაელ ნადალთან კი უპირატესობა 2-მდე გაზარდა.

ჯოკოვიჩი გახდა ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი, რომელმაც Us Open-ზე იჩემპიონა. მან ეს 36 წლის ასაკში შეძლო. რეკორდი
კი აქამდე კენ როზუელს ეკუთვნოდა, რომელმაც ნიუ-იორკში 1970 წელს 35 წლის ასაკში თასი აღმართა. 

ოლიმპიური ოქრო ერთადერთი ტიტულია, რომელიც ნოვაკს არ აქვს დასაკუთრებული და სერბი ახლა სწორედ ამ მიზნისკენ მიისწრაფვის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ლეგენდაა,ყველაზე უმაღლესი ჩოგ ურთში.ფედერერი,ნადალი,სამპრადი,აგასი,ბორგი,ბეკერი...ბევრი კიდევ არ მახსენდება,ამათზე უმაღლესი.უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს ვიდრე აქვს...
Master
18:43 14-09-2023
2
ვერ გავიგე პარიზში არ მიდის ოლიმპიდაზე, ჯერ რა დროს 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაა?
G.LA
14:43 14-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული